დღეს იგორ დოლგოვი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს

საქართველო, თბილისი - 2022-03-15 10:02:00

უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია. ცნობილი ხდება, რომ დღეს 15:00 საათზე იგორ დოლგოვი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.