უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2.7 მილიონს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 2022-03-13 23:30:00

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ცნობით, 13 მარტის მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2 698 280-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო. რუსეთის აგრესიის დაწყებიდან პოლონეთის საზღვარი 1 655 503-მა ადამიანმა გადაკვეთა.

12 მარტის მონაცემებით, უნგრეთმა 246 206, სლოვაკეთმა კი - 195 980 ლტოლვილი მიიღო.