აშშ რუსეთიდან ალკოჰოლისა და ხიზილალის იმპორტს აკრძალავს

საქართველო, თბილისი - 2022-03-11 19:33:00

შეერთებული შტატები რუსეთიდან ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას გეგმავს. იტყობინება CNN-ი თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

"აშშ აკრძალავს ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების, როგორიცაა არაყი და ხიზილალა, იმპორტს რუსეთიდან", - უთხრა CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს რუსეთისვის "მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების" სტატუსის მოხსნას.

"რუსეთისთვის "მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთ ობების სტატუსის" მოხსნა მოითხოვს კონგრესის თანხმობას", - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა. "მაგრამ ორივე პალატის კანონმდებლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ამ ნაბიჯის მიმართ".

ამ სტატუსის გაუქმება გზას გაუხსნის რუსულ იმპორტზე ტარიფების მნიშვნელოვან ზრდას.

შეგახსენებთ, 8 მარტს აშშ-მა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა.