ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის არმია, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კიევის წინააღმდეგ ახალი იერიშისთვის ემზადებოდეს.
"ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა თავის მიზნებს წარმატებით მიაღწიოს, რომელიც შეჭრამდე [უკრაინაში] მის გეგმაში შედიოდა... ლოჯისტიკის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის რუსეთის წინსვლას, კვალვ შენარჩუნებულია, ისევე როგორც უკრაინის მედგარი წინააღმდეგობა", - განაცხადეს თავდაცვის დეპარტამენტში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 11 March 2022
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) March 11, 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/9SIvyYxJxe
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/6agVnIHuZn
როგორც უწყებაში აცხადებენ, იერიშის განახლებისთვის რუსეთი თავისი ძალების გადაწყობას ცდილობს. "ეს სავარაუოდ, მოიცავს ოპერაციებს კიევის წინააღმდეგ", - ამბობენ უწყებაში.
შეგახსენებთ, ამერიკულმა კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაჯგუფება კიევის ჩრდილო-დასავლეთით.

