რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში წვევამდელები მონაწილეობდნენ

საქართველო, თბილისი - 2022-03-09 22:13:00

აგრესორი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წვევამდელები იბრძვიან.

"სამწუხაროდ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აღმოჩნდნენ წვევამდელები, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", - აღნიშნულია ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის უწყება ამბობს, რომ ყველა ეს წვევამდელი გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედროები, მათ შორის წვევამდელები, ტყვედ ჩავარდნენ.

აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ტარდება ზომები, რათა წვევამდელები აღარ გაიგზავნონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე დატყვევებული სამხედროების გამოსახსნელად.