ირლანდიაში, სატვირთო მანქანა, პროტესტის ნიშნად, რუსეთის საელჩოს ჭიშკარს შეეჯახა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 2022-03-07 20:09:00

ირლანდიაში, სატვირთო მანქანა, პროტესტის ნიშნად, რუსეთის საელჩოს ჭიშკარს შეეჯახა. იტყობინება ირლანდიური გამოცემა Irishtimes-ი.

სატვირთო მანქანის მძღოლმა თავისი ქმედება ახსნა, როგორც პროტესტი უკრაინაში ომის წინააღმდეგ.

"მინდა, რომ ელჩმა და მისმა კოლეგებმა დატოვონ ირლანდია. ეს თავისუფალი ქვეყანაა", - განაცხადა მან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.