რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 10 ათასს აჭარბებს - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 2022-03-05 13:37:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ჯარების დანაკარგების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

24 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაკარგა:

პირადი შემადგენლობის 10 ათასზე მეტი წევრი;

269 ტანკი;

945 საბრძოლო ჯავშანმანქანა;

105 ერთეული საარტილერიო სისტემა;

50 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;

39  ერთეული თვითმფრინავი;

409 ერთეული საავტომობილო ტექნიკა;

40 - ვერტმფრენი;

2  ერთეული მსუბუქი ჩქაროსნული რაკეტა;

60  საწვავის ავზი;

3 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;

გენშტაბის ცნობით, მონაცემები ზუსტდება რადგან სტატისტიკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.