უკრაინის საჰაერო ძალები, ორი რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ იუწყება

საქართველო, თბილისი - 2022-03-02 16:24:00

უკრაინის საჰაეროს ძალები სარდლობის განცხადებით, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქში ორი რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო.

მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ამ ბრძოლაში МиГ-29-ის ტიპის მოიერიშე დაკარგა. მისი პილოტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

"საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინის ცა გაასუფთავონ მტრის თვითმფრინავებისგან", - აცხადებს სარდლობა.

რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.