რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ეხმიანებს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებას რუსეთის ეკონომიკის ჩამონგრევის შესახებ და ამბობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები ხშირად გადაზრდილა რეალურ ომებში.
"მანდ ვიღაც ფრანგმა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ეკონომიკური ომი გამოგვიცხადეს. დაუკვირდით თქვენს სიტყვებს, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები ხშირად გადაზრდილა რეალურ ომებში", - დაწერა მედვედევმა Twitter-ში.
Un ministre français a dit aujourd'hui qu'ils nous avaient déclaré la guerre économique. Faites attention à votre discours, messieurs ! Et n'oubliez pas que les guerres économiques dans l'histoire de l'humanité se sont souvent transformées en guerres réelles
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) March 1, 2022
საფრანგეთის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაიწყებენ ტოტალურ ეკონომიკურ ომს და ჩამოანგრევენ რუსეთის ეკონომიკას.