აშშ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 2022-02-26 19:06:00

აშშ განიხილავს სანქციების დაწესების საკითხს რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ასევე გაურკვევლია როგორ მიმდინარეობს დისკუსია", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

როგორც Bloomberg-ს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების საკითხი ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს წამოიჭრა.

გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასეთი მასშტაბის სანქცია რუსეთის ეკონომიკას მიწასთან გაასწორებდა.