"ჩვენ ვდგავართ უკრაინის ხალხის გვერდით", - აცხადებენ კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ჰერცოგინია ქეით მიდლტონი.
"2020 წლის ოქტომბერში ჩვენ გვქონდა პრივილეგია, შევხვედროდით პრეზიდენტ ზელენსკის და პირველ ლედის და გაგვეგო მათი რწმენა და ოპტიმიზმი უკრაინის მომავლის მიმართ. დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც მამაცურად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის", - წერს სამეფო წყვილი სოციალურ ქსელში.
In October 2020 we had the privilege to meet President Zelenskyy and the First Lady to learn of their hope and optimism for Ukraine’s future.
— The Duke and Duchess of Cambridge (@KensingtonRoyal) February 26, 2022
Today we stand with the President and all of Ukraine’s people as they bravely fight for that future 🇺🇦 W & C