რუსული აგრესიის შედეგად 198 უკრაინელი დაიღუპა - უკრაინა

საქართველო, თბილისი - 2022-02-26 13:46:00

საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსული აგრესის შედეგად 200-მდე უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკოზე დაყრდნობით გაავრცელა.

ლიაშკოს განცხადებით, დაშავებულია 1 115 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი.

მანამდე, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინებოდა, რომ ღამით დედაქალაქში შეტაკებების შედეგად, 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა.

კლიჩკოს განცხადებით, კიევში ამ დროისთვის, რუსი სამხედროები მნიშვნელოვნად არ არიან წარმოდგენილნი, მაგრამ შიშობენ, რომ დივერსიული ჯგუფები შესაძლოა მოქმედებდნენ.