120 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა - გაერო

საქართველო, თბილისი - 2022-02-26 13:37:00

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 120 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ, კელი კლემენტსმა შაბათს დილით CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ სიტუაცია სავარაუდოდ გაუარესდება.

"ამ დროისთვის, 120 000-ზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი მეზობელ ქვეყნებს", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, უმეტესობა უკრაინელებისა პოლონეთსა და მოლდოვაში მიდის, მაგრამ ზოგიერთი ასევე მიემართება რუმინეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.

ცოტა ხნით ადრე, პოლონეთმა განაცხადა, რომ 35 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მოლდოვა 25 000 უკრაინელის მიღების შესახებ იუწყება.

ფოტო: Reuters