საფრანგეთის და იტალიის შემდეგ, რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას კვიპროსიც დათანხმდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა.
"კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. უკრაინელი დიპლომატები 24/7-ზე მუშაობენ, რათა მიაღწიონ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვან უკრაინა რუსი ოკუპანტებისგან", - წერს კულება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალია და საფრანგეთი არ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. ამ დროისთვის, ბუნდოვანი რჩება გერმანიის პოზიცია, რომელიც ბოლო დრომდე ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდიოდა.
We did it. Cyprus confirmed it will not block the decision to ban Russia from SWIFT. Ukrainian diplomacy keeps working 24/7 to achieve important decisions and protect Ukraine from Russian invaders.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 26, 2022