ბულგარეთმა რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა

საქართველო, თბილისი - 2022-02-26 13:10:00

ბულგარეთმა 26 თებერვლიდან რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად მიიღეს. მანამდე, რუსულ თვითმფრინავებს ფრენა პოლონეთმა და ჩეხეთმა აუკრძალეს.

რუსულმა ავიაკომპანია S7-მა უკვე გააუქმა ყველა რეისი ევროპაში 26 თებერვლიდან 13 მარტამდე.

პირველად რუსებისთვის საჰაერო სივრცე დიდმა ბრიტანეთმა დახურა. ბრიტანეთის სანქციათა ახალ პაკეტში მოხვდა რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი". ანალოგიური გადაწყვეტილებისთვის ემზადება ევროკავშირიც.