"არა ომს" - მოსკოვში საპროტესტო აქცია იმართება

საქართველო, თბილისი - 2022-02-24 20:42:00

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით: "არა ომს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს".

დემონსტრაციის დროს რუსეთის პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი.

როგორც იუწყებიან, ომის საწინააღმდეგო აქციები რუსეთის 24 ქალაქში გაიმართა. პოლიციამ ჯამში 167 ადამიანი დააკავა.