"ჯაველინებით" გავანადგურეთ მტრის ტანკების კოლონა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 2022-02-24 19:18:00

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ გაანადგურა აგრესორის 15 ტანკი T-72.

"24 თებერვალს გაერთიანებული ძალების სარდლობის ოპერატიული ინფორმაციით, გლუხოვის მიდამოში უკრაინელმა სამხედროებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის გამოყენებით რუსული ტანკები კოლონა გაანეიტრალეს", - იუწყება გენშტაბი.

განადგურებულია T-72 ტიპის 15 რუსული ტანკი.

"უკრაინის ძალები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ მტერს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ირწმუნეთ უკრაინელი მეომრების", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.