ბელგია მოითხოვს, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს

საქართველო, თბილისი - 2022-02-24 15:20:00

ბელგია მოითხოვს, ევროკავშირმა შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, სტუდენტური, ტურისტული და სამუშაო ვიზების. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბელგიის მიგრაციის მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ განაცხადა.

"რუსეთის უგუნური თავდასხმა უკრაინაზე გვაიძულებს, რომ ფრთილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან მიმართებაში", - თქვა მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ.

"ამჟამად, რუსებს აქ არ მივესალმებით. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა ტაბუდადებული არ უნდა იყოს", - თქვა მინისტრმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. დღეს ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, სადაც უნდა იმსჯელონ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების თაობაზე.