ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2022-01-31 22:33:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. 

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.