შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2022-01-26 16:28:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

"ღირებული შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. გამოვხატეთ ჩვენი მადლიერება საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგული და სანდო პარტნიორები, რომელთაც განზრახული აქვთ, მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას საქართველოში და ფართოდ რეგიონში", - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.