პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული აქტივისტი ნატა ფერაძე, თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 2022-01-25 18:48:00

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დააკავა, თავისუფალია. მან პოლიციის შენობა უკვე დატოვა.

მის მიერ გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სანქციაა გათვალისწინებული.