მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 2022-01-16 23:14:00

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფომაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მან დღეს თბილისში გამართული მსოფლიო თასის ფინალში რუსი მეტოქე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

"ეს არის ისტორიული გამარჯვება, ვინაიდან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მოიგო მსოფლიო თასის გათამაშება. მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო", - ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.