სახელგანთქმულმა სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბორტმა, რომელჩის ჯოკოვიჩი იმყოფებოდა, მელბურნის საერთაშორისო აეროპორტი უკვე დატოვა.
"ვადასტურებ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან წავიდა", - დაწერა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში მიგრაციის მინისტრმა, რომელმაც მანამდე ვიზა გაუუქმა სერბ ჩოგბურთელს.
I welcome today’s unanimous decision by the Full Federal Court of Australia, upholding my decision to exercise my power under the Migration Act to cancel Mr Novak Djokovic’s visa in the public interest.
— Alex Hawke MP (@AlexHawkeMP) January 16, 2022
I can confirm that Mr Djokovic has now departed Australia. pic.twitter.com/8CapwFeDCS
შეგახსენებთ, ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელი, რომლითაც ის ავსტრალიის ვიზის მეორედ გაუქმებას აპროტესტებდა.
ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა პატივს სცემს მას და დაემორჩილება.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე 17 იანვარს, სპორტული ღონისძიების გახსნის დღეს უნდა ეასპარეაზა.