ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 2022-01-12 13:27:00

ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან, - წერს სოციალურ ქსელში ნაცნიონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ბრძოლას და მუშაობას აზრი აქვს.

"ძალიან მიხარია, ჩემს მეგობრებს ციხეში არ ვიხილავ.

- მთელი ქვეყანა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებოდა - ყველაზე დიდი სიმახინჯეა ჩვენი დღევანდელობის;

- უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილი თუ რამეს ერიდება კიდევ (მცირედით) ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან. მათზე დიდი მოკავშირე ჩვენ არ გვყავს, ამიტომ ოპოზიციაც მათ მთავარ მოკავშირედ უნდა გადაიქცეს.

- ბრძოლას და მუშაობას აზრი აქვს", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.