ვიოლა ფონ კრამონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 2021-12-30 10:48:00

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება.

"ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის პერიოდში ხდება. მთავრობა ცდილობს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური, კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ეს არ არის 2022 წლის დამაიმედებელი დასაწყისი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.