საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2021-12-20 11:03:00

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.