ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვემიჯნებით ევროპაში ნებისმიერ იდეას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით", - წერს იენს სტოლტენბერგი.
Good meeting today with PM @GharibashviliGe. #NATO strongly supports the sovereignty and territorial integrity of our close partner #Georgia, and we reject any idea of spheres of influence in Europe. NATO will continue to provide political and practical support to our partners. pic.twitter.com/XOJ3wCt4su
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) December 15, 2021