საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებასა და ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილე პოლიტიკოსების მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმიანება.
„მივესალმებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ, ასევე ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
იმედია, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი პროგრესისთვის. ფუნდამენტურ უფლებებს, ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
Welcome actions of yesterday to address serious health situation of Mikheil Saakashvili, and end of hunger strikes of Ms Khoshtaria and others. Hope opportunity will be seized for further progress. Fundamental rights, objective medical advice and due legal process remain key.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) November 20, 2021