დემნა გვასალიას ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო გადაეცა

საქართველო, თბილისი - 2021-11-11 12:27:00

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდო მიიღო.

დემნა გვასალია ქალის ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გაიმარჯვა. პირველად CFDA-ს ჯილდო დემნა გვასალიამ 2017 წელს მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 𝐆𝐯𝐚𝐬𝐚𝐥𝐢𝐚𝐠𝐚 (@gvasaliaga)

შეგახსენებთ, დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭოს/British Fashion Council ჯილდოზეც არის ნომინირებული, რომლის დაჯილდოება ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება.