სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2021-11-01 22:15:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკო-ში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე.