დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭოს ჯილდოზეა ნომინირებული

საქართველო, თბილისი - 2021-10-29 12:47:00

სახელგანთქმული ქართველი მოდის დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭოს/British Fashion Council ჯილდოზეა ნომინირებული.

დემნა გვასალია "წლის დიზაინერის" კატეგორიაშია. მასთან ერთად მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად ნომინირებულნი არიან:

დენიელ ლი - Bottega Veneta

ჯონათან ანდერსონი - JW Anderson & LOEWE

კიმ ჯონსი - Dior Men & Fendi

მიუჩა პრადა და რაფ სიმონსი - Prada

დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, დემნა გვასალია წარადგინეს ამერიკული CFDA Awards-ის ჯილდოზე. ღონისძიება ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართება.