ამ წუთებში, უკრაინელ ჟურნალისტებს დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 2021-10-27 14:30:00

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ორ უკრაინელ ჟურნალისტს საქართველოს აეროპორტიდან დეპორტაციას უკეთებენ.

"უკრაინელ ჟურნალისტ გორდონს და მის ცოლს ლესიას, ასევე ჟურნალისტს ამ წუთებში დეპორტაციას უკეთებენ საქართველოს აეროპორტიდან!", - წერს ხატია დეკანოიძე.

როგორც იუწყებიან, ქვეყანაში ასევე არ უშვებენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელსა და მისი მოადგილეს.

ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.