ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 2021-10-25 22:53:00

ქუთაისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

დეკანოიძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის მართვაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.

მერობის კანდიდატმა ქუთაისის განვითარების პრიორიტეტული საკითხები დაასახელა:

•  ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება;

•  შერიფის (პოლიციის უფროსის) მოქალაქეების მიერ არჩევა;

•  მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენით დანიშვნა;

•  სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვება;

•  ბიზნესი გათავისუფლება ქონებისა და მიწის გადასახადისგან;

•  აშენდენდება 50 სკვერი, 30 სპორტული მოედანი და 5 საბავშვო ბაღი. ასევე, კალათბურთს ღია მოედნები.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა.

გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილის თანამდებობებს დაიკავებენ:

ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის)

იმედა კლდიაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება)

რევაზ ჩომახიძე 

თემურ ცამციშვილი