ხატია დეკანოიძემ ქუთაისის მერის მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2021-10-25 22:29:00

ქუთაისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები წარუდგინა.

გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილის თანამდებობებს დაიკავებენ:

ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის)

იმედა კლდიაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება)

რევაზ ჩომახიძე 

თემურ ცამციშვილი 

დეკანოიძის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისის მართვაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული.