ნიკა მელიამ თბილისის კოალიციური კაბინეტი წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2021-10-20 22:22:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური გუნდი წარადგინა:

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი

ანტიკორუფციული სამსახური - გიორგი ნონიაშვილი

შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა

მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი

იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა

ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე

არქიტექტურის სამსახური - ანა ბიბილაშვილი

თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი

თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი

დიდუბის გამბგელი - დავით ნაფეტვარიძე

ჩუღურეთის გამგებელი - კახა ჟღენტი

ვაკის გამგებელი - საბა ბუაძე

საბურთალოს გამგებელი - ოთარ თავართქილაძე

ისნის გამგებელი - ლანა გალდავა

სამგორის გამგებელი - გულიკო ზუმბაძე

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა

მთაწმინდის გამგებელი - თამაზ დათუნაშვილი

გარდა ამისა, ნიკა მელიამ მერის მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე.