ოცნება დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 2021-10-03 01:24:00

იმედია, ოპოზიცია არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას და მეორე ტურებზე ყველგან გავა, - ამის შესახებ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"იმედია, ოპოზიცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, პროპორციული უკვე მოიგო, არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას (ცხადია, ჩემი აზრით). მეორე ტურებზე, სადაც შედგება, ყველგან გავა.

დაველოდოთ დამკვირვებლების შეფასებებს, მაგრამ, პრინციპულად, ამ უთანასწორო ბრძოლის წესებში, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეცვლილა.

მიუხედავად ამისა, ოცნება დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა", - წერს სამადაშვილი.