მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება - "რუსთავი 2"

საქართველო, თბილისი - 2021-10-01 15:20:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება.

მათი ინფორმაციით, სააკაშვილი ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. 

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება", - აცხადებს ტელეკომპანია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია, შემდეგ კი ბათუმიდან ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.