გერმანიის პრეზიდენტი უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ყალბს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 2021-09-29 19:14:00

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს. ამის შესახებ შტაინმაიერმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღეს, როდესაც აქ [კიშინეუში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია", - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ,პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.