კანარის კუნძულებზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია

საქართველო, თბილისი - 2021-09-29 11:52:00

ლავამ, რომელიც უკვე მეათე დღეა ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე (კანარის კუნძულები) იფრქვევა, ოკეანემდე მიაღწია. იუწყება ესპანური გამოცემა El Pais-ი.

გამოცემის ცნობით, ლავის შეხებისას ოკეანის წყალთან წარმოიქმნება ტოქსიკური შავი და თეთრი ფერის ღრუბლები. ორთქლი კი შესაძლოა, სასიკვდილოდ საშიში იყოს.

ამოფრქვევის შედეგად, რომელიც 19 სექტემბრს დაიწყო, განადგურდა 600 შენობა, მოხდა 6 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუირება. მსხვერპლისა და მძიმედ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ ვრცელდება.