ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2021-08-24 14:51:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. იტყობინება სომხური სააგენტო "არმენპრესი".

მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა საქართველოში ვიზიტი სომხეთის პარლამენტის ტრიბუნიდან დაანონსა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებას, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით.

"არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 8 სექტემბერს დაიწყება.