"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2021-08-23 14:25:00

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატებს შორის არიან როგორც ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული კანდიდატები, ასევე "ევროპული საქართველოს" წევრები.

მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები:

ხონი - ზურაბ ჯიბუხაია;

თერჯოლა - ზურაბ ბუცხრიკიძე.

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატები იქნებიან:

ამბროლაური - მაია კაციტაძე;

ახალქალაქი - არსენ კარაპეტიანი;

მარნეული - აჰმედ იმამკულიევი;

ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი;

გორი - ეთერ ჯალაღანია;

ხობი - მარიამ შონია;

სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე;

თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი;

კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე.

საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები:

ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;

ფოთი - ვახტანგ დარცმელიძე;

საჩხერე - კობა მოდებაძე.

"ევროპული საქართველოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები იქნებიან:

დუშეთი - მერი ფოლადაშვილი;

ხობი - მამუკა ჭოხონელიძე;

სამტრედია – ავთანდილ სტურუა.

რუსთავში ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატია ინგა სიხარულიძე.

შეგახსენებთ, "ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მერების კანდიდატების პირველი ნაწილი 16 აგვისტოს წარადგინა.