ვანის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 2021-08-22 20:51:00

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე გოგორიშვილი დღეს სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შეხვდა.

„დაიგო სალხინო-ზენობნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, აღდგა ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საავტომობილო მიმოსვლა. სრულად რეაბილიტირდა და საჭირო რესურსით აღიჭურვა ასევე სოფელ ზედავანის საბავშვო ბაღი, სოფელ ტყელვანში კი აღდგა გზის 6-კილომერტიანი საფარი“, - განაცხადა ვანის მერობის კანდიდატმა.

ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია დიასამიძეც იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას წარუდგინა.