სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას

საქართველო, თბილისი - 2021-07-24 15:18:00

სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ხმლით ფარიკაობის ტურნირის ნახევარფინალში, დრამატულ ორთაბრძოლაში 13:15 დამარცხდა უნგრელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან და ბრინჯაოს მედლისთვის იფარიკავებს.

ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, სამხრეთ კორეელი სან გუკ ო დაამარცხა.

მანამდე ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელ მოფარიკავეებს მოჰაბ სამერსა და ზიად ელსისს სძლია.