"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს

საქართველო, თბილისი - 2021-07-20 11:12:00

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მთაწმინდის პარკში გაიმართება.

ღონისძიება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი.