ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას. ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში, 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას", - აღნიშნულია ჰარცელის განცხადებაში.
ჩემი დღევანდელი კომენტარი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ბ-ნ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ:
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) July 11, 2021
My comments today upon learning about the tragic death of Pirveli TV cameraman Lekso Lashkarava: pic.twitter.com/bFWrNKxccE