შსს-მ ლექსო ლაშქარავას ოჯახს ექსპერტიზაში მათთვის სასურველი დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 2021-07-11 12:54:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.