ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი - ნინო ლომჯარია ლექსო ლაშქარავაზე

საქართველო, თბილისი - 2021-07-11 12:38:00

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავად გარდავალებას ეხმიანება.

"ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი... ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს ექპერტიზა.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.