ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო

საქართველო, თბილისი - 2021-07-04 10:00:00

ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის პორტალი, რომელიც გუშინ კიბერშეტევის გამო გაითიშა, ჩაირთო

3 ივლისს „სინოფარმითა“  და სინოვაკით აცრისთვის რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა სარეგისტრაციო ვებგვერდი გაითიშა.

ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.