სოფელ ართანასა და ფშაველში სარწყავი არხი მოწესრიგდა

საქართველო, თბილისი - 2021-06-10 14:47:00

საქართველოს მელიორაცია რწყვის სეზონის პარალელურად, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას განაგრძობს. 
ამჯერად სამუშაოები კახეთში, სოფელ ართანისა და ფშაველის ტერიტორიაზე გამავალი ნაურდლის სარწყავ სისტემაზე დასრულდა. 

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2900 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები სისტემაში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღდგენილი არხით სოფელ ართანის, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობა ისარგებლებს. 

არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.