ანკარაში "ათაქულეს კოშკი" საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველო, თბილისი - 2021-05-27 10:06:00

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის - ანკარის მთავარი სიმბოლო "ათაქულეს კოშკი".

ამასთან, განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებულ იქნა საქართველოსა და თურქეთის დროშები და ასევე, მისალოცი ტექსტი თურქულ და ინგლისურ ენებზე: „Gürcistan Bağımsızlık Günü kutlu olsun!“; “Congratulations on the Independence Day of Georgia!”